Accessibility links

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შეთანხმებულ კანონპროექტს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელმაც აშშ-ს თავიდან უნდა ააცილოს ე.წ. ”ფისკალური უფსკრული” - გადასახადების მასობრივი ზრდა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება. მანამდე კანონპროექტი დაამტკიცა სენატმა. ახლა კი დოკუმენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაეგზავნება და ის, სავარაუდოდ, ძალიან მოკლე ხანში მოაწერს მას ხელს. კანონის ამოქმედება შეაჩერებს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას 600 მილიარდი დოლარით და გადასახადების გაზრდას, რაც 2013 წლის დადგომისთანავე ავტომატურად ამოქმედდა აშშ-ის მასობრივი დეფიციტის გამო. ახალი კანონით, ამერიკელების უმრავლესობას შეეხება საგადასახადო შეღავათი და შეყოვნდება სახელმწიფო ხარჯების შემცირება.
XS
SM
MD
LG