Accessibility links

ბარაკ ობამა „ფისკალური უფსკრულის“ თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ხელს მოაწერს


მოელიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს, რომელმაც ამერიკას, ეგრეთწოდებული „ფისკალური უფსკრული“ უნდა აეცილებინა თავიდან, პირველი იანვარს, გვიან უყარეს კენჭი. მას, რესპუბლიკური პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოს უმეტესობა, 257 წარმომადგენელი მიემხრო. წინააღმდეგი იყო 167. დოკუმენტი, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა, ბარაკ ობამას გაეგზავნა. დოკუმენტი ვადას უგრძელებს ამერიკელთა უმეტესობისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათებს და ორი თვით გადადებს ზომებს, რომლებიც საბიუჯეტო ეკონომიას ითვალისწინებს. ამ ზომების დაწყებას და შეღავათების გაუქმებას, ერთად უწოდეს „ფისკალური უფსკრული“. მას უარყოფითი გავლენა ექნებოდა ამერიკის და გლობალურ ეკონომიკაზეც. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის მოაწერს ხელს კანონს, რომელიც უმდიდრესი ამერიკელებისთვის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს, ხოლო საშუალო ფენას არ ეხება.
XS
SM
MD
LG