Accessibility links

logo-print

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი: ჩავესი აცნობიერებს თავისი მდგომარეობის სირთულეს


ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უგო ჩავესი სრულიად აცნობიერებს ოპერაციის შემდეგ თავისი მდგომარეობის სირთულეს. ჩავესს, რომელსაც კიბო სჭირს, ბოლო 18 თვეში ოთხი ოპერაცია გაუკეთეს კუბაში, სადაც ის მარუდომ მოინახულა. ვიცე-პრეზიდენტს, რომელმაც განცხადება ტელევიზიით გააკეთა, ჩავესის მდგომარეობის დეტალები არ დაუზუსტებია. ჩავესი საჯაროდ არ გამოჩენილა ბოლო, 11 დეკემბრის ოპერაციის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ ის ვერ შესძლებს პრეზიდენტის ინაუგურაციის ათი იანვრისთვის დანიშნულ ცერემონიაზე ყოფნას. უგო ჩავესი კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად ექვსი წლით.
XS
SM
MD
LG