Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკი დაპატიმრებული ოპოზიციონერი ქვეყნის " ტოტალიტარულ რეჟიმს" გმობს


ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერი, უმარალი ყუვატოვი, თავის, დუბაის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში გმობს რაჰმონის, ტაჯიკეთის პრეზიდენტის “ტოტალიტარულ რეჟიმს“. მან დაგმო მისი წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე და ბრალად დასდო მთავრობას, რომ მისი მიმართ წაყენებული ბრალდებები „ტაჯიკი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებთან მისი ბრძოლის“ უშუალო შედეგია. ყუვატოვი დუბაიში დააპატიმრეს 23 დეკემბერს ტაჯიკეთის მთავრობის მოთხოვნით, უკანონო ბიზნეს-საქმიანობის ბრალდებით. მან წელს ჩამოაყალიბა ოპოზიციური მოძრაობა. ადრე ყუვატოვი რაჰმონის შვილის მრჩეველი იყო ბიზნესის სფეროში.
XS
SM
MD
LG