Accessibility links

logo-print

„პლეიბოის„ დამაარსებელი ჰეფნერი მესამედ დაქორწინდა


ჟურნალ „პლეიბოის“ დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი მესამედ დაქორწინდა. ამის შესახებ სამშაბათს გამოქვეყნდა ცნობა. 86 წლის მაგნატმა ცოლად შეირთო 26 წლის კრისტალ ჰერისი. ცერემონაია საახალწლო ღამეს ჩატარდა, „პლეიბოის“ სასახლეში, ბევერლი ჰილში, კალიფორნიაში. წყვილი შარშან აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ ჰერისმა აზრი შეიცვალა ბოლო წამს, როცა ცერემონია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა მან ტვიტერით განაცხადა, გახდა „მისის ჰიუ ჰეფნერი“. ჰერისი „პრეიბოის“ 2009 წლის დეკემბრის პლეიმეიტი იყო.
XS
SM
MD
LG