Accessibility links

logo-print

ამერიკულმა ავიაციამ პაკისტანის ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი გაანადგურა


პაკისტანის ისლამისტ ექსტრემისტთა ერთ-ერთი მეთაური მულა ნაზირი დაიღუპა აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით ოპერაცია სავარაუდოდ ხუთშაბათ დილით განხორციელდა პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანში. იერიშის შედეგად ნაზირის კიდევ დაახლოებით 9 თანამებრძოლი, მათ შორის მისი მოადგილეც დაიღუპა. რადიო თავისუფლების პაკისტანის სამსახურის ინფორმაციით პაკისტანის ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წამყვანი მეთაურის დაკრძალვა აზამ ვარსაკის რაიონში მოხდება. მულა ნაზირი ცნობილია, როგორც მეზობელ ავღანეთში განლაგებული აშშ-ისა და ნატოს ძალების წარმომადგენლებზე განხორცილებული თავდასხმების კოორდინატორი.
XS
SM
MD
LG