Accessibility links

პაკისტანში პოლიომიელიტის აცრები გაძლიერებული დაცვის ქვეშ განახლდა


პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში გაძლიერებული დაცვის ქვეშ განახლდა პოლიომიელიტის აცრების ჩატარება, რაც გასულ თვეში ექიმთა ბრიგადებზე გახშირებული თავდასხმების გამო შეწყდა. გაეროს მიერ დაფინანსებული ვაქცინაციის პროგრამა ხაიბერ პახტუნკვას პროვინციის ჩარსადას რაიონში პოლიციის ბადრაგის თანხლებით ტარდება. პაკისტანი, ავღანეთთან და ნიგერიასთან ერთად იმ ქვეყნების რიცხვია, რომლებშიც პოლიომიელიტი ენდემურ დაავადებას განეკუთვნება.
XS
SM
MD
LG