Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა „ფისკალური უფსკრულის“ თავიდან ასაცილებელ კანონპროექტს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელმაც ამერიკას, ეგრეთწოდებული „ფისკალური უფსკრული“ უნდა ააცილოს თავიდან. მანამდე რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კომპრომისული შეთანხმება სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტი ვადას უგრძელებს ამერიკელთა უმეტესობისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათებს და ორი თვით გადადებს ზომებს, რომლებიც საბიუჯეტო ეკონომიას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ცნობილი გახდა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრის შედეგები, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ზრდა დაიწყო. თუმცა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფრთხილებენ აშშ-ს, რომ საჭიროა შემცირება არსებული საბიუჯეტო დეფიციტისა, რაც 16 ტრილიონ დოლარს აღემატება.
XS
SM
MD
LG