Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა


ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა შუკვანზე საქართველოს პრეზიდენტის ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა - ეს ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად დღეს გამოქვეყნდა Facebook-ზ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი სპეცკავშირის საშუალებით დაუკავშირდა საგუშაგოებს, რომლებმაც თალიბების თავდასხმის მოგერიება შეძლეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში, ბაზა შუკვანზე მყოფ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა.
XS
SM
MD
LG