Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვას


ავღანეთში ქართველი სამხედროს, გიორგი კიკაძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ. სერჟანტი კიკაძე 19 დეკემბერს გაუჩინარდა, 10 დღის შემდეგ კი მისი ცხედარი აღმოაჩინეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლეონ პანეტამ სატელეფონო საუბრისას კოლეგას, ირაკლი ალასანიას სთხოვა აშშ-ის მთავრობის სახელით მიუსამძიმროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. სამინისტროს ცნობით, ლეონ პანეტამ ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო ოპერაციებში. თავის მხრივ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად, ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებს 2014 წლის შემდეგაც დაეხმარებიან.
XS
SM
MD
LG