Accessibility links

logo-print

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა


მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარების მიუხედავად ვერ მოხერხდა შიდსით დაავადებული პატიმრის გადარჩენა. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მძიმედ დაავადებული პატიმარი შეყვანილი იყო პრეზიდენტისთვის გაგზავნილ სიაში, თუმცა შეწყლებაზე უარი თავად მსჯავრდებულმა თქვა და, ამასთან, ბოლო თვეებში თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი და პაციენტის წერილობითი უარი შეტანილია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებითვე, პატიმრის გარდაცვალების გამო დანიშნულია ექსპერტიზა.
XS
SM
MD
LG