Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში მიიღო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ფაშა ზადე. შეხვედრას დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან მოკითხვა გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანში მისი ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა საკითხის გადასაჭრელად ახალი პერსპექტივები გაჩნდა. ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე თბილისს დღეს ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილესა და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავის აღსანიშნავად.
XS
SM
MD
LG