Accessibility links

logo-print

თურქეთში დააპატიმრეს არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი


ოთხშაბათს თურქეთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი, გენერალი ისმაილ ჰაკი კარადაი. პოლიციამ გენერალი თურქეთის პირველი ისლამისტური მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების გამოძიების ფარგლებში დააპატიმრა. ისმაილ ჰაკი კარადაი თურქეთის გენერალურ შტაბს 1994-1998 წლებში ხელმძღვანელობდა. იმხანად თურქმა სამხედროებმა გადადგომა აიძულეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნეკმეტინ ერბაკანს, რომელიც ქვეყანაში ისლამის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. თურქეთის არმიის ხელმძღვანელობამ, რომელიც საკუთარ თავს სეკულარული კონსტიტუციის დაცვის გარანტად მიიჩნევდა, 1960-1980 წლებში სამჯერ მოახდინა სამხედრო გადატრიალება. თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ისლამისტური მსოფლმხედველობის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა არმიის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ერდოანმა მკაცრი ზომებით დაათმობინა ძალაუფლება.
XS
SM
MD
LG