Accessibility links

logo-print

"ალ ჯაზირამ" შეიძინა ალ გორის კუთვნილი ტელეკომპანია


კატარში მდებარე არაბულმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირამ" შეიძინა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალ გორის კუთვნილი ტელეკომპანია - Current TV. გარიგების პირობები და ღირებულება უცნობია. ცნობა საკაბელო ტელევიზიის გასხვისების შესახებ გორმა და მისმა პარტნიორმა ჯოელ ჰაიატმა ოთხშაბათს გაავრცელეს. "ალ ჯაზირის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ Current TV-ის შეძენით ინგლისურენოვანი არაბული ტელეკომპანია, რომელსაც შეზღუდული აქვს მაუწყებლობის უფლება აშშ-ის ტერიტორიაზე, გაზრდის საკუთარ სიგნალს. Current TV-ის, რომელიც დაბალშემოსავლიან მაყურებელზე იყო გათვლილი, აშშ-ში 60 მილიონ სახლში უყურებენ.
XS
SM
MD
LG