Accessibility links

logo-print

თალიბების მიერ დაჭრილი პაკისტანელი გოგოს მამა ატაშედ დაინიშნა


თალიბი ექსტრემისტების მიერ მძიმედ დაჭრილი 15 წლის პაკისტანელი ქალიშვილის მალალა იუსაფზაის მამა ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში დასაქმდება. აღნიშული გადაწყვეტილება მიიღო პაკისტანის ხელისუფლებამ, რომელმაც ზიაუდდინ იუსაფზაი სამწლიანი ვადით დანიშნა განათლების საკითხები ატაშედ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. სწორედ ქალაქ ბირმინგემის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას მალალა იუსაფზაი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობა გასული წლის ოქტომბერში მიიღო. 15 წლის ქალიშვილი ცნობილია, როგორც ქალთა განათლები უფლებების დამცველი აქტივისტი.
XS
SM
MD
LG