Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას 600 ათასზე მეტმა კაცმა მოაწერა ხელი


საქართველოში გრძელდება აქციები, რომელზეც გროვდება ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. კოალიცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის თემურ შაშიაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ხელი უკვე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელა. აქციის ორგანიზატორები მიზანშეუწონლად მიიჩნევენ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე 2013 წლის ოქტომბრამდე დარჩენას, რადგან მიიჩნევენ, რომ 2008 წლის იანვარში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადა 5 იანვარს იწურება. თუმცა, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით, 4 იანვარს აქცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ერთბაშად რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება.
XS
SM
MD
LG