Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო იერიშისას მოკლეს ისლამისტი ექსტრემისტების ლიდერი


პაკისტანში, ცნობების თანახმად, ბევრი მგლოვიარე შეიკრიბა ისლამისტი ექსტრემისტების სარდლის, მოლა ნაზირის დაღუპვის შემდეგ. როგორც იუწყებიან, მოლა ნაზირი მოკლეს სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების იერიშისას. მასთან ერთად დაიღუპა მისი ჯგუფის, სულ ცოტა, ცხრა წევრი. მოლა ნაზირი მიჩნეული იყო მეზობელ ავღანეთში უცხოელ სამხედროებზე თავდასხმების კოორდინატორად. ზოგი წყაროს ცნობით, მას პაკისტანელ სამხედროებთან ჰქონდა გარიგება თავდაუსხმელობის შესახებ. შარშან ნოემბერში ნაზირი აფეთქების შედეგად დაიჭრა. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახური იუწყება უპილოტო თვითმფრინავების კიდევ ერთი, ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოწყობილი იერიშისას, სამი სავარაუდო ექსტრემისტის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG