Accessibility links

ერაყში აფეთქებამ შეიწირა 20-მდე შიიტი მომლოცველი


ერაყში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 19 და დაიჭრა 40-ზე მეტი შიიტი მომლოცველი. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მოეწყო ხუთშაბათს, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ ქალაქ მუსაიბში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს. აფეთქება მოხდა, როცა შიიტები ბრუნდებოდნენ ქალაქ კერბალიდან, არბაინის ყოველწლიურ დღესასწაულზე დასწრების შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ რადიკალი სუნიტების ჯგუფები ხშირად აწყობენ იერიშებს შიიტ მომლოცველებზე.
XS
SM
MD
LG