Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ ისევ ჯონ ბეინერი აირჩიეს


რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოს შტატიდან, ჯონ ბეინერი ისევ აირჩიეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ. შეერთებული შტატების კონგრესი ხუთშაბათს ახალი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას მას შემდეგ, რაც წინა სესია დასრულდა კანონპროექტის დამტკიცებით, ე.წ. „ფინანსური უფსკრულის“ თავიდან ასაცილებლად. დღეს ერთგულების ფიცი დადეს 12-მა ახალმა სენატორმა და 82-მა ახალმა კონგრესმენმა. დემოკრატებმა განიმტკიცეს უმრავლესობა სენატში მაშინ, როცა რესპუბლიკელები კვლავაც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას.
XS
SM
MD
LG