Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიის კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელის


პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა დღეს, 4 იანვარს დღის ბოლოს ეწურება. იმ შემთხვევაში თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილი ხელს ისევ არ მოაწერს, ამ პროცედურას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განახორცილებს. ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრები ციხეებს ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სხვა მსჯავრდებულები ორი თვის განმავლობაში დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ პირველ ვერსიას პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკანონმდებლო ორგანომ მიხეილ სააკაშვილის ვეტო დაძლია და კანონის თავდაპირველი ვერსია ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაუგზავნა.
XS
SM
MD
LG