Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპარდიე ადასტურებს, რომ რუსეთს მოქალაქეობა სთხოვა


ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ, ცნობების თანახმად, დაადასტურა, რომ რუსეთს სთხოვა მოქალაქეობა, რომელიც მას ხუთშაბათს მიენიჭა. რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ცნობით, დეპარდიემ რუსეთის მედიას მიმართა ღია წერილით, რომელშიც გამოხატავს კმაყოფილებას პრეზიდენტ პუტინის მიერ მისი თხოვნის დაკმაყოფილების გამო. 63 წლის დეპარდიე ამბობს, რომ „რუსეთში ცხოვრება კარგია" და რომ რუსეთი „დიდი დემოკრატიაა“. წერილი მთავრდება ფრაზით „გაუმარჯოს რუსეთს!“ საფრანგეთში დეპარდიეს უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გეგმა, 75%-მდე გაუზარდოს საშემოსავლო გადასახადი პირებს, რომელთა შემოსავალიც წელიწადში მილიონ ევროს აღემატება. რუსეთში საშემოსავლო გადასახადი 13%-ს შეადგენს.
XS
SM
MD
LG