Accessibility links

ბრიტანეთში საავადმყოფოდან გამოწერეს პაკისტანელი გოგონა, რომელიც თალიბებმა დაჭრეს


ბრიტანეთში საავადმყოფოდან გამოწერეს 15 წლის პაკისტანელი გოგონა, მალალა იუსაფზაი, რომელსაც მკურნალობდნენ მასზე ოქტომბერში თალიბანის თავდასხმის შემდეგ. მანამდე მალალამ სახელი გაითქვა პაკისტანში გოგონების განათლების უფლების დაცვით, როცა 2009 წელს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თვის წერდა ბლოგს და ასახავდა თალიბანის სისასტიკეს მის მშობლოურ, სვატის რეგიონში. მალალა რეაბილიტაციას გააგრძელებს ბრიტანეთშივე, სადაც დროებით დასახლდა მისი ოჯახი. პაკისტანის მთავრობამ გოგონას მამა ბრიტანეთში დიპლომატიურ პოსტზე დანიშნა .
XS
SM
MD
LG