Accessibility links

logo-print

ვენესუელის პრეზიდენტი „მწვავე რესპირატორული ინფექციით“ დაავადდა


ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელსაც კიბოთი დაავადების გამო კუბაში მორიგი ოპერაცია გაუკეთეს, „მწვავე რესპირატორული ინფექციით“ დაავადდა. ინფორმაციის მინისტრმა, ერნესტო ვილეგასმა 3 იანვარს განაცხადა, რომ 58 წლის ჩავესს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, რომელიც განვითარდა „ფილტვების მწვავე ინფექციის“ შედეგად. ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. ჩავესი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც სიტყვით გამოსულა 11 დეკემბრის ოპერაციის შემდეგ. ნათელი არ არის, შეძლებს თუ არა ჩავესი, დროზე დაბრუნდეს ვენესუელაში პრეზიდენტად ინაუგურაციაზე 10 იანვარს ერთგულების ფიცის დასადებად.
XS
SM
MD
LG