Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და სხვა ქალაქებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, გაერთიანება "ერთსულოვნების" მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა 20 იანვარს ეწურება და არა შემოდგომაზე, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებით განისაზღვრა. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამართული აქციის ორგანიზატორებმა კანცელარიაში დატოვეს ულტიმატუმის ტექსტი, რომლის თანახმად, თუ მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს არ გადადგება, "საქართველოს მოქალაქეები ისეთ მდგომარეობას შექმნიან, რომ ვეღარ მოახერხებს ხელისუფლების ძალადობით მიტაცებას." გაერთიანება ”ერთსულოვნება” განაგრძობს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრე მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 800 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული.
XS
SM
MD
LG