Accessibility links

logo-print

დამასკის გარეუბნებს საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ


სირიელი აქტივისტების ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ დამასკის გარეუბნებს, მეამბოხეების წინააღმდეგ მთავრობის ჯარების ოპერაციის ფარგლებში. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, ავიაციამ იერიში მიიტანა დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუმაზე, ხოლო არმიის არტილერიამ დაბომბა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე დარაია. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში სირიელი აქტივისტები იუწყებოდნენ, რომ სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა დამასკში, ბენზინით გასამართ სადგურთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG