Accessibility links

თურქეთში ნატოს სამხედროებმა ჩასვლა დაიწყეს


თურქეთში დაიწყეს ჩასვლა ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც მოემსახურებიან საზენიტო თავდაცვის კომპლექს“ პეტრიოსს“, რომლიც ამ ქვეყანაში ანკარის თხოვნით განთავსდება. აშშ, გერმანია და ნიდერლანდი თურქეთის და სირიის საზღვართან „პეტრიოტის“ ორ სარაკეტო კომპლექსს განთავსებენ, რათა მოგერიებული იქნეს სირიიდან მომავალი სავარაუდო საფრთხე. ცნობით, რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან მოყვანილი იანვრისთვის. მომავალ დღებში თურქეთის ინჯირლიქის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის 400 სამხედრო და ოფიცერი ჩავა, სულ კი თურქეთში ნატოს ქვეყნებიდან 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ელიან. თურქეთმა ნატოს 30 ნოემბერს მიმართა თხოვნით, განათავსონ მის ტერიტორიაზ,ე საზღვართან ანტისარაკეტო კომპლექსი.
XS
SM
MD
LG