Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სახლს დაეჯახა


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში, სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სახლს დაეჯახა. ავარიას ემსხვერპლნენ მფრინავი და ორი მგზავრი, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, მიწაზე არავინ დაშავებულა. ერთძრავიანი თვითმფრინავი ტენესის შტატ ნოკსვილის აეროპორტში მიფრინავდა. წინასწარი მონაცემებით, მფრინავი იტყობინებოდა, რომ ემზადებოდა საავარიო დაჯდომისთვის ფლორიდის შტატში, პალმ-კოსტში.
XS
SM
MD
LG