Accessibility links

logo-print

ჟერარ დეპარდიე რუსეთში გაემგზავრა


რუსეთის მედიის თანახმად, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე გაფრინდა რუსეთში, სადაც ის შეიძლება შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის პასპორტი მიიღოს. რია-ნოვოსტი პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დეპარდიე შაბათს ჩავიდა სოჭში და, შესაძლოა, პრეზიდენტს შეხვდეს. პესკოვმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრის მსვლელობისას დეპარდიემ პასპორტი შეიძლება მიიღოს. ხუთშაბათს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა დეპარდიეს, რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირება აქვს გადასახადების გამო. ხუთშაბათს წარსულში ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა დამცველმა ბრიჟიტ ბარდომ განაცხადა, რომ შეიძლება დეპარდიეს მაგალითს მიბაძოს, თუკი საფრანგეთის ხელისუფლება არ გააუქმებს ცირკის ორი ავადმყოფი სპილოს დაგეგმილ ევთანასიას.
XS
SM
MD
LG