Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკმარისი სამხილი არსებობს ინდოეთში ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებულთა წინააღმდეგ


ინდოეთში, პროკურატურის თანახმად, საკმარისი საექსპერტიზო სამხილი არსებობს ხუთი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელთაც დელიში სტუდენტი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. 23 წლის სტუდენტი მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა ორი კვრის შემდეგ, მას მერე, რაც მას და მის მეგობარ ვაჟს თავს დაესხნენ 16 დეკემბერს. ხუთ ეჭვმიტანილს ბრალად ედება გაუპატიურება და მკვლელობა და, შესაძლოა, მათ სიკვდილით დასჯა დაემუქროს. ორშაბათს ისინი დელის სასამართლოში არიან დაბარებული წინასწარი მოსმენისთვის. მეექვსე ბრალდებული არასრულწლოვანია და, როგორც მოსალოდნელია, მის საქმეს არასრულწლოვანთა სასამართლო განიხილავს. როგორც დაღუპული ქალის მეგობარმა ვაჟმა განაცხადა ინციდენტის შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში, გამვლელები არ შეჩერებულან მსხვერპლის დასახმარებლად და რომ პოლიციამ დროზე არ მიიყვანა ის საავადმყოფოში.
XS
SM
MD
LG