Accessibility links

logo-print

დეპარდიე პუტინს შეხვდა და რუსეთის პასპორტი მიიღო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, რომელსაც 3 იანვარს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, დეპარდიე სოჭში ჩარტერული რეისით ჩავიდა. სოჭში დეპარდიეს რუსეთის პასპორტი მისცეს. სოჭიდან დეპარდიე გაემგზავრა მორდოვეთის დედაქალაქ სარანსკში, სადაც მან დაათვალიერა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, მიირთვა ბლინები და ჩაიბარა ახალი ბინის გასაღები. 64 წლის დეპარდიემ ხოტბა შეასხა მორდოველი ქალების სილამაზეს და თქვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა, ეთამაშა ემელიან პუგაჩოვის როლი, რომლის ძეგლიც დგას სარანსკში. დეპარდიეს საფრანგეთის ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირება აქვს გადასახადების გამო. ხუთშაბათს წარსულში ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა დამცველმა ბრიჟიტ ბარდომ განაცხადა, რომ შეიძლება დეპარდიეს მაგალითს მიბაძოს, თუკი საფრანგეთის ხელისუფლება არ გააუქმებს ცირკის ორი ავადმყოფი სპილოს დაგეგმილ ევთანასიას.
XS
SM
MD
LG