Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშს პაკისტანში 9 ადამიანი ემსხვერპლა


ჩრდილოეთ პაკისტანში სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ამერიკის უპილოტო თვითმფრინავის მიერ თალიბების სავარაუდო პოზიციებზე განხორციელებული იერიშის შედეგად. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, იერიში კვირსა დილას განხორციელდა. 10 რაკეტა იქნა ნასროლი სამი ობიექტისთვის, სადაც, როგორც ვარაუდობენ, მეამბოხეები შეიძლება იმალებოდნენ. ეს მოხდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანს შორის, სარვაკაის რაიონში.
XS
SM
MD
LG