Accessibility links

logo-print

ინდოეთში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლის მამამ საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქალიშვილის ვინაობა


ინდოეთში ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ გარდაცვლილი ქალის მამამ საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქალიშვილის ვინაობა და ამით მხარდაჭერა გამოუცხადა გაუპატიურების სხვა მსხვერპლთ. ინდოეთში კანონი, ოჯახის პირადი სფეროს დაცვის მიზნით, კრძალავს გაუპატიურების მსხვერპლთა ვინაობის გამხელას. როგორც დაღუპულის მამამ, ბადრი სინგჰ პანდეიმ განუცხადა ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი პიპლს“, მას სურს, მსოფლიომ იცოდეს მისი ქალიშვილის ვინაობა - ჯიოტი სინგჰ პანდეი. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ვინაობის გამოქვეყნება გამბედაობას შემატებს გაუპატიურების მსხვერპლ სხვა ქალებსაც. 23 წლის სტუდენტი ქალი მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა ორი კვრის შემდეგ, მას მერე, რაც მას და მის მეგობარ ვაჟს თავს დაესხნენ 16 დეკემბერს. ხუთ ეჭვმიტანილს ბრალად ედება გაუპატიურება და მკვლელობა და, შესაძლოა, მათ სიკვდილით დასჯა დაემუქროს. მეექვსე ბრალდებული არასრულწლოვანია და, როგორც მოსალოდნელია, მის საქმეს არასრულწლოვანთა სასამართლო განიხილავს. როგორც დაღუპული ქალის მეგობარმა ვაჟმა განაცხადა ინციდენტის შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში, გამვლელები არ შეჩერებულან მსხვერპლის დასახმარებლად და რომ პოლიციამ დროზე არ მიიყვანა ის საავადმყოფოში.
XS
SM
MD
LG