Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ბატკენის რაიონში შეტაკებები მოხდა


კვირას უზბეკური ანკლავი სოხის რამდენიმე ასეული მოსახლე თავს დაესხა ყირგიზეთის სასაზღვრო საგუშაგოს, რომელიც ბატკენის ოლქში მდებარეობს. თავდასხმის მომენტში სამხედროები ელექტროგადამცემი ხაზებისთვის საყრდენებს აყენებდნენ სასაზღვრო პუნქტის ელექტრომომარაგებით უზრუნველსაყოფად. როგორც იტყობინებიან, ანკლავის მცხოვრებთ ეს არ მოეწონათ. ისინი შეეცადნენ, ცეცხლსასროლი იარაღი წაერთმიათ ჯარისკაცებისთვის. როგორც ყირგიზეთის სააგენტო „აკიპრესი“ იტყობინება, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. „ინტერფაქსის“ ცნობით, უზბეკებმა ყირგიზების ათამდე ავტომანქანა ჩაიგდეს ხელთ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს.
XS
SM
MD
LG