Accessibility links

ბრაზილიაში კატა გამოიყენეს ციხიდან გაქცევის მცდელობისას


ბრაზილიაში ციხის მცველებმა დაიჭირეს კატა, რომელიც ციხის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა სხეულზე დამაგრებული მობილური ტელეფონითა და სხვადასხვა იარაღით. კატას, რომელიც ახალი წლის ღამით ცდილობდა არაპირაკას ციხეში შეღწევას, აღმოუჩინეს ბურღები, პატარა ხერხი, საყურისი, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათი და ტელეფონის დასატენი მოწყობილობა. ციხის ხელმძღვანელობის თანახმად, ყველა 263 პატიმარი არის გაქცევის მცდელობაში ეჭვმიტანილი. ადგილობრივ გაზეთს შაბათს მოჰყავდა ციხის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვები: „ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, ვინაიდან კატას ლაპარაკი არ შეუძლია“. დაკავებული კატა ადგილობრივ ზოოვეტერინარულ კლინიკაში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG