Accessibility links

logo-print

ჩრდილო კავკასიაში თავდასხმა აღკვეთეს


რუსეთის ჩრდილო კავკასიურ ყაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ აღკვეთეს მეამბოხეების მცდელობა თავდასხმა განეხორციელებინათ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე საშობაო წირვის აღსრულებისას. 6 იანვარს, გვიან ღამით სამმა მეამბოხემ ცეცხლი გაუხსნა უშიშროების თანამშრომლებს მას შემდეგ, რაც მათი მიკროავტობუსი გააჩერეს. ორმხრივი სროლის დროს სამივე მეამბოხე მოკლეს. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ცნობით, ამოღებულია სამი თვითნაკეთი ბომბი, რომლები ”მზად იყო ასაფეთქებლად”. უშიშროების თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG