Accessibility links

ბარაკ ობამამ ჩაკ ჰეიგელი დაასახელა თავდაცვის მინისტრად


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ოფილი სენატორი, რესპუბლიკელი ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურა დაასახელა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. 66 წლის ჩაკ ჰეიგელი ვიეტნამის ომის ვეტერანია და ცნობილია ისრაელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით, ისევე როგორც ირანთან დიალოგის მხარდაჭერით. გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები აკრიტიკებენ ობამას არჩევანს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სენატში ახალი მინისტრის დამტკიცების პროცესში მწვავე დებატებია მოსალოდნელი. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბრენანის კანდიდატურა წამოყენებულია დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტზე. ბრენანმა დაზვერვის სამმართველოში 25 წელიწადი გაატარა და საკვანძო როლი ითამაშა ალ ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციაში. ორივე წამოყენებული პირის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის სენატმა. პრეზიდენტის თანამდებობის შესრულებას ობამა მეორე ვადით 20 იანვრისთვის შეუდგება.
XS
SM
MD
LG