Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი ყირგიზ მესაზღვრეებს ადანაშაულებს კრიზისში


უზბეკეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებით, ყირგიზ მესაზღვრეებს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე სოჰის რაიონში, რომელიც უზბეკეთს ეკუთვნის და სამხრეთ ყირგიზეთში, ბატკენის რეგიონში მდებარეობს. უზბეკეთის მხარე აცხადებს, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ესროლეს ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც კვირას აპროტესტებდნენ ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას. ცნობების თანახმად, დაიჭრა ხუთი უზბეკი მოქალაქე. ყირგიზეთის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სოჰის მოსახლეობა კვირას თავს დაესხა ყირგიზ მესაზღვრეებს და მძევლად აიყვანა 40-მდე მოქალაქე. როგორც იუწყებიან, შეტაკებებისას სერიოზულად დაიჭრა ყირგიზი პოლიციელი. ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ცნობით, ამჟამად 20-ზე მეტი ყირგიზია დაკავებული სოჰში, უზბეკეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ადგილობრივ ცენტრალურ ოფისში.
XS
SM
MD
LG