Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის სოჰის რაიონში ყველა ყირგიზი მძევალი გაათავისუფლეს


უზბეკეთის სოჰის რაიონში გაათავისუფლეს კვირას დაკავებული ყველა ყირგიზი მძევალი. ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს ჩვენს რადიოს, რომ ორშაბათს ნაშუადღევს გათავისუფლებულ იქნა 16 პირი. ორშაბათსვე, უფრო ადრე გამოუშვეს 14 ყირგიზი ქალი და ბავშვი. ყირგიზი ოფიციალური პირების ცნობით, კრიზისი დაიწყო კვირას, როცა სოჰის მკვიდრი მოქალაქეები თავს დაესხნენ ყირგიზ მესაზღვრეებს და ათობით ყირგიზი დააკავეს. იუწყებიან, რომ შეტაკებისას სერიოზულად დაშავდა ყირგიზი პოლიციელი. მაგრამ უზბეკეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ყირგიზ მესაზღვრეებს აკისრებს კრიზისზე პასუხისმგებლობას. უზბეკეთის მხარე ამბობს, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ესროლეს ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც კვირას აპროტესტებდნენ ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას. სოჰის რაიონი უზბეკეთს ეკუთვნის და სამხრეთ ყირგიზეთში, ბატკენის რეგიონში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG