Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აქტივისტისთვის გამოტანილი განაჩენები


ბაჰრეინის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდებით გასამართლებული 13 ოპოზიციონერისათვის გამოტანილი განაჩენები. საქმე ეხება მათ მონაწილეობას 2011 წელს გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში, რომლებითაც შიიტების უმრავლესობა დაუპირისპირდა სუნიტურ სამეფო დინასტიას. საგანგებო სამხედრო ტრიბუნალმა სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა საპროტესტო აქციებში მონაწილე 20 ოპოზიციონერს. ყველა მათგანმა გაასაჩივრა განაჩენები ჯერ სამოქალაქო სასამართლოში, ხოლო მოგვიანებით 13-მა მსჯავრდებულმა მიმართა უზენაეს სასამართლოს. 2011 წლის თებერვლიდან ბაჰრეინში იმართებოდა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, რომელთაც, ბაჰრეინის ხელისუფლების მტკიცებით, ხელს უწყობდა შიიტური ირანი. ბაჰრეინში განთავსებულია შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი.
XS
SM
MD
LG