Accessibility links

სანქციების შედეგად ირანის ნავთობის ექსპორტი 40 პროცენტით შემცირდა


ირანის მაღალი რაგის ოფიციალური პირის თქმით, გასულ ცხრა თვეში დასავლეთის სანქციების გამო ირანის ნავთობის ექსპორტი შემცირდა 40 პროცენტით. ნავთომრეწველობის მინისტრის, როსტამ ყაზემის თქმით, ამას მოჰყვა ნავთობის გაყიდვის შედეგად შესული თანხის 45 პროცენტით შემცირება.
ყაზემის მხრიდან ეს აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან ის მიეკუთნებოდა იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ სანქციებს ნავთობის ექსპორტზე გავლენა არა ჰქონდა.
XS
SM
MD
LG