Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესის მდგომარეობა ”სტაბილურია”


ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი უგო ჩავესი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, არ არის ნათელი რა მოხდება ხუთშაბათს, როცა დაგეგმილია პრეზიდენტის ინაუგურაცია. ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩავესი ემორჩილება ”უწყვეტ და საგულდაგულო” მკურნალობას, რომელიც მას კუბის საავადმყოფოში უტარდება. ამავე დაწესებულებაში გასულ თვეში სიმსივნით დაავადებულ ჩავესს მეოთხე ოპერაცია გაუკეთეს. ეროვნული ასამბლეის სპიკერი მოქალაქეებს მოუწოდებს 10 იანვარს მასობრივი მხარდამჭერი მსვლელობა გამართონ. ამ დღეს დაგეგმილია უგო ჩავესის ინაუგურაცია მესამე ვადით. ჩავესმა ქვეყანა თითქმის ერთი თვის წინ დატოვა და მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მისი ოპონენტები მიანიშნებენ მის უუნარობაზე შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით გამოდიან.
XS
SM
MD
LG