Accessibility links

logo-print

პაკისტანში 8 მეამბოხე მოკლეს


სულ ცოტა 8 მეამბოხე მოკლეს პაკისტანში საჰაერო თავდასხმებისას. პაკისტანის უშიშროების უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სამშაბათს დილით ჩრდილოეთ ვაზირისტანში სოფელ ჰაიდერ ხელში მეამბოხეთა ადგილსამყოფელზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის ფაქტი. ამ თავდასხმის შედეგად 5 მეამბოხე მოკლეს და დაჭრეს ოთხი პირი. მომხდარიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში კი ჰაიდერ ხელთან ახლოს მეამბოხეთა კიდევ ერთ ადგილსამყოფელს გაუხსნეს ცეცხლი. დახოცეს სამი მეამბოხე. ეს არეალი ”თალიბანის” და ”ალ ყაიდის” მხარდამჭერთა თავშესაფრად არის ცნობილი. პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოკლულთა ვინაობა დაუზუსტებელია. ჩინეთის სააგენტო კი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰაიდერ ხელში მდებარე შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს ”თალიბანის” ერთ-ერთი ლიდერი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG