Accessibility links

ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთად გამოიძიებენ სოჰის რაიონში მომხდარ ინციდენტს


ყირგიზი და უზბეკი ოფიციალური პირები ერთად გამოიძიებენ სოჰის რაიონში კვირას მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მძევლად აიყვანა ათობით ყირგიზი მოქალაქე. სოჰის რაიონი არის უზბეკეთის ანკლავი ყირგიზეთში. ინციდენტის ერთად გამოძიების შესახებ შეთანხმებას ორშაბათს მიაღწიეს უზბეკეთისა და ყირგიზეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლების შეხვედრაზე. კვირას სოხის მოსახლეობასა და ყირგიზ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებამ. შეტაკებისას დაიჭრნენ უზბეკეთის სამი მოქალაქე და ერთი ყირგიზი პოლიციელი. ადგილობრივმა მოსახლეობამ მძევლად აიყვანა 30 ყირგიზი მოქალაქე, რომლებიც ორშაბათს ისევ გამოუშვა.
XS
SM
MD
LG