Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლიდან ქართველი სამხედროები ავღანეთში მონაწილეობას აღარ მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში


ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისიის სახეცვლილება 2014 წლიდან მოხდება - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი განმარტებით, გაისიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ავღანეთში მონაწილეობას აღარ მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში და მათი მისია იქნება ადგილობრივი სამხედროების წვრთნა და მათთვის გამოცდილების გაზიარება. ალასანიას თქმით, ნატოსთან ერთად საქართველო უკვე მონაწილეობს ავღანეთში 2014 წლიდან განსახორციელებელი მისიის დაგეგმვაში, რის შემდეგაც საბოლოოდ განისაზღვრება, რა ფორმით და ვისთან ერთად დაეხმარება საქართველო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს წვრთნასა და განათლებაში. სამშვიდობო მისიებში შემდგომი მონაწილეობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა ნიდერლანდის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ტენ ბრუკს. შეხვედრის შემდეგ ბრუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რა რეფორმებს ატარებს საქართველოს თავდაცვის უწყება.
XS
SM
MD
LG