Accessibility links

ორმა მოწმემ შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ 7 ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ 7 ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება ორმა მოწმემ შეცვალა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს, რომ თავდაპირველი ჩვენებები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცეს. ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ 7 პირის წინააღმდეგ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მასში მონაწილეობის და ხელმძღვანელობის მუხლებით სისხლის სამართლის საქმეები 2011 წელს აღიძრა. ამასთან, 8 იანვარს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს მოუხსნა ორი ბრალდება, რომლებიც შეეხებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით რამდენიმე კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭებას. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებისას დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ორივე შემთხვევაში ხელს აწერს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ კი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
XS
SM
MD
LG