Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიფიცნენ მძღოლები, რომლებსაც ავღანეთში ჩააქვთ ნატოს ტვირთები


პაკისტანში გაიფიცნენ მძღოლები, რომლებსაც ავღანეთში სატვირთო მანქანებით ჩააქვთ ნატოს აღჭურვილობა. ისინი აპროტესტებენ დაბალ ანაზღაურებას, უსაფრთხოების არასაკმარის ზომებსა და, მათი თქმით, ოფიციალური პირების კორუმპირებულობას. ჩრდილოეთ პაკისტანში ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის უფროსის, ჯეჰანზებ ხანის განცხადებით, გაფიცვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ისლამაბადმა გადაწყვიტა, ნატოს ტვირთების გადამზიდველ მძღოლებს მოსთხოვოს ავტორიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა. აქამდე მძღოლები ინდივიდუალურად უთანხმდებოდნენ ლოგისტიკის სახელმწიფო კომპანიას. ჯეჰანზებ ხანი ირწმუნება, რომ ყოველ მძღოლს უხდება ქრთამის სახით 165 დოლარის მიცემა უსაფრთხოების მუშაკებისათვის, ავღანეთის საზღვრამდე პაკისტანში მდებარე ხიბერის რეგიონის გასავლელად.
XS
SM
MD
LG