Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ირანელები დამასკში ჩაიყვანეს


სირიელმა მეამბოხეებმა გაათავისუფლეს 48 ირანელი მძევალი, რომლებიც აგვისტოდან ჰყავდათ დაკავებული. ისინი ოთხშაბათს მიიყვანეს დამასკის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მათ შეხვდა სირიაში ირანის ელჩი. თურქეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, "ჰუმანიტარული დახმარების ფონდის" განცხადებით, მძევლები გათავისუფლდნენ სირიის პრეზიდენტის ერთგული ჯარების ტყვეობაში მყოფი 2130 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ. ასეთი შეთანხმება მოჰყვა აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელშიც მონაწილეობდნენ კატარი, თურქეთი და "ჰუმანიტარული დახმარების ფონდი". მეამბოხეები აცხადებენ, რომ შეპყრობილი ირანელები სირიელ ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ, თეირანი კი აცხადებს, რომ საქმე ეხება შიიტ მომლოცველებს. თეირანი სირიის მმართველი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და, როგორც მეამბოხეები ამბობენ, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სირიაში ამბოხების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში. სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG