Accessibility links

logo-print

კულტურის სამინისტრო: "იუნესკო" საქართველოს ბაგრატთან დაკავშირებით კომპრომისს სთავაზობს


საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია პარიზში "იუნესკოს" გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდა. მათ ბაგრატის ტაძრის საკითხები განიხილეს. კულტურის სამინისტროს ცნობით, "იუნესკოში" აღნიშნეს, რომ ბაგრატის განახლების პროექტი არ იყო მათთან შეთანხმებული და არ იქნა დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოვარდნას გამოიწვევს. ფრანჩესკო ბანდარინი ქართულ მხარეს ერთგვარი კომპრომისული ფორმის მოძებნა შესთავაზა. მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარის განმარტებით, შესაძლოა, მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი შესაძლოა მის არეალში მოექცეს.
XS
SM
MD
LG