Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზბეგში რუსი მთამსვლელები დაიკარგნენ


ყაზბეგში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ცუდი ხილვადობის გამო, რუსი მთამსვლელების საძიებო სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებენ. ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, შალვა ელოშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მყინვარწვერიდან ოთხი მოსკოველი მთამსვლელი დაშვებისას ზვავში მოყვა. სამი მთამსვლელი თოვლში ჩაიმარხა. ერთი არასრულწლოვანი მთამსვლელი კი ჩამარხვას გადაურჩა და ის სამაშველო სამსახურმა ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას თითები აქვს მოყინული. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, თოვლში ჩარჩენილი მთამსვლელები, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.
XS
SM
MD
LG