Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში სასამართლოში გამოცხადდებიან გაუპატიურებაში ბრალდებულები


დელის სასამართლოში დღეს მეორედ გამოცხადდება ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული ხუთი ინდოელი მამაკაცი. ადვოკატის განცხადებით, სამი ბრალდებული თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს. ადვოკატი ამბობს ასევე, რომ პოლიციამ ცემით აიძულა ხუთ მამაკაცს დანაშაულის აღიარება. მათ ბრალად ედებათ 16 დეკემბერს დელიში, ავტობუსში თავდასხმა 23 წლის ქალზე და მის თანხმლებ მამაკაცზე. ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს და ლითონის კეტით ცემეს, რის შედეგადაც ის ორიოდე კვირაში გარდაიცვალა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ახალგაზრდა ქალზე თავდასხმას მწვავე რეაქცია და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ინდოეთში, სადაც მოითხოვენ საკანონმდებლო რეფორმას ქალთა უსაფრთხოების დაცვის გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG